Uphold-ის აღმასრულებელი დირექტორი: სამხრეთ ამერიკას კრიპტოვალუტისგან სარგებლის მიღება შეუძლია

0
1452

სალვადორში ბიტკოინის მიღებამ სამხრეთ ამერიკაში ერთგვარი “რევოლუცია” გამოიწვია.

ანალიტიკოსების თქმით, რეგიონს შეუძლია კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, თუ ადამიანებს შეეძლებათ კრიპტოვალუტები ტრადიციულ ვალუტებში გადააკონვერტირონ.

ამავე აზრს იზიარებს საინვესტიციო პლატფორმა Uphold-ის ხელმძღვანელი.

მედიასთან საუბრის დროს Uphold-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, JP Thieriot-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლათინურ ამერიკაში არსებული ეკონომიკური რეალობა კრიპტოვალუტას საჭიროებს.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბიტკოინი რეგიონს დიდ სარგებელს მოუტანს, რადგან კრიპტოვალუტების სამხრეთ ამერიკაში მიღება მზარდი ბიზნესია.

სალვადორის გარდა, ვენესუელა და კოლუმბია კრიპტოვალუტის ორი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა რეგიონში.

თუმცა არც სხვა მეზობელი ქვეყნები ჩამორჩებიან მათ და საკმაოდ სრაფ ნაბიჯებს დგამენ ციფრული ვალუტის ადაპტირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ Uphold-ის 7 მილიონი მომხმარებლიდან 1,4 მილიონი სამხრეთ ამერიკიდანაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი