“Blockchain ჯერ კიდევ არ არის „მომწიფებული“”,- აცხადებს ჩინეთის ყოფილი IT მინისტრი.
ის არ თვლის, რომ ჩინეთი ბევრად უსწრებს აშშ-ს, როდესაც საქმე ეხება Blockchain-ის განვითარებას – ყოველ შემთხვევაში, ახლა.
ვუ ჟინგი, ჩინეთის ყოფილი ვიცე-მინისტრი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საკითხებში და ცნობილი ციფრული ეკონომიკის ექსპერტი, მიიჩნევს, რომ Blockchain ტექნოლოგია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა.
The Paper-თან ინტერვიუს დროს, ყოფილმა IT მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ეკოსისტემების განვითარების თვალსაზრისით ჯერ კიდევ დიდი განსხვავებაა ჩინეთს, ევროპასა და აშშ-ს შორის.
ვუ ჟინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი გაუმჯობესდა მთელ რიგ სექტორებში, რომლებიც აუცილებელია Blockchain განვითარებისათვის, მათ შორის ტექნიკის წარმოება, პლატფორმისა და უსაფრთხოების სერვისები, ინდუსტრიის ინვესტიციები და ფინანსური განვითარება.
“Blockchain ტექნოლოგიისა და ინდუსტრიის ინოვაციური განვითარებით, მისი გამოყენება დაჩქარებულია და ინდუსტრიის მასშტაბები კვლავ იზრდება. მომავალში ეს დარგი გახდება ახალი ეკონომიკური ზრდის წერტილი”,- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.