ჩინეთის სახალხო ბანკის ახალი მმართველი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია

0
3300

ჩინეთის სახალხო ბანკს ახალი მმართველი, იეი გენგი ჰყავს. დანიშვნამდე, გენგის მიერ გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ ის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია.

ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებზე გენგის დადებითი პოზიცია ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ჩინეთში კრიპტოვალუტას მომავალი ისევ აქვს.

ჯერ კიდევ 2013 წელს, ჩინეთის სახალხო ბანკის ახლანდელი მმართველი ბიტკოინზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. როგორც ჩანს, გენგი მოხარული იყო იმით, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ბიტკოინით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელება შეეძლოთ.

2016 წელს G20- ის სამიტზე გენგი ასევე პოზიტიურ კონტექსტში საუბრობდა Blockchain ტექნოლოგიის შესახებ.

როგორც უმსხვილესი ცენტრალური ბანკის მმართველი, გენგი ამიერიდან გაცილებით ფრთხილად მოეკიდება თითოეულ ნათქვამ სიტყვას. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი პოზიცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის სახალხო ბანკის ახალი მმართველი ლიბერალური პოლიტიკით შესაძლებელს გახდის, რომ კრიპტოვალუტის მფლობელებმა მეთვალყურეობის გარეშე შეძლონ ვაჭრობა ეს იქნება მნიშვნელოვანი კარგი ახალი ამბავი არა მხოლოდ, ჩინეთისთვის არამედ, მთელი მსოფლიოსთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი