ევროკომისიის ანგარიში DeFi-ს მარეგულირებელი მიდგომის გადახედვას მოიცავს

0
809

ევროკომისიის ანალიტიკოსებმა DeFi-ის შესახებ განაცხადეს, რომ არსებული რეგულაციების გადახედვას საჭიროებს.

Presight Capital-ის მრჩეველმა, პატრიკ ჰანსენმა, ევროკომისიის ევროპული ფინანსური სტაბილურობისა და ინტეგრაციის 2022 წლის მიმოხილვიდან რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა.

12 აპრილით დათარიღებულ მოხსენება 12 გვერდს შეიცავს და ცალკე თავი ეთმობა DeFi-ს, რომელშიც ავტორები გონივრული მიდგომის დემონსტრირებას ავლენენ.

ანგარიში განსაზღვრავს DeFi-ს, როგორც ახლად წარმოქმნილ ავტონომიური ფინანსური შუამავლობის ფორმას დეცენტრალიზებულ ციფრულ გარემოში, რომელსაც უზრუნველყოფს საჯარო Blockchain სისტემაზე დაფუძნებული „ჭკვიანი კონტრაქტები“.

ანგარიში ხაზგასმითაა აღნიშნული DeFi-სა და ტრადიციულ საფინანსო სისტემას შორის განსხვავება და უპირატესობები:

„ტრადიციულ ფინანსურ სისტემასთან შედარებით, DeFi აცხადებს, რომ გაზრდის ფინანსური სერვისების უსაფრთხოებას, ეფექტურობას, გამჭვირვალობას, ხელმისაწვდომობას, ღიაობას და თავსებადობას“,- ნათქვამია დოკუმენტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი