ჩილეს სახალხო ბანკი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა

0
2926

ჩილეს სახალხო ბანკს, Banco del Estado-ს ქვეყნის მასშტაბით ოპერაციების შეჩერება მოუწია. მუშაობის შეწყვეტის მიზეზი ჰაკერების მიერ განხორციელებული კიბერშეტავა არის.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ფილიალები დახურული დარჩება მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში. ბანკმა ასევე განმარტა, რომ შეტევას მომხმარებელთა სახსრებზე გავლენა არ მოუხდენია.

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერ თავდასმხა საოფისე დოკუმენტისგან განხორციელდა. ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა “დავირუსებული” დოკუმენტი მიიღო, გახსნა და ამის მერე შეძლს ჰაკერებმა ბანკის სისტემაზე წვდომა.

გარდა იმისა, რომ Banco del Estado ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკია, აღსანიშნავია რომ, ჩილეს სახალხო ბანკს ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.

Banco del Estado იმ ბანკების რიცხვში შედიოდა, რომლებმაც კრიპტოვალუტის ბირჟებს ანგარიში დაუხურეს.

ბანკებისა და კრიპტო ბირჟების საქმემ კი უზენაეს სასამართლომდეც მიაღწია.

უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც, ბანკები ვალდებულნი იყვნენ ბირჟებისთვის ანგარიშები ხელხლა გაეხსნათ.

თუმცა Banco del Estado-მ და Itau Corpbanca-მ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კრიპტოვალუტის ბირჟა OrionX-თან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ბანკებს აქვთ ლეგალური უფლება არ უზრუნველყონ კრიპტოვალუტის კომპანიების მომსახურეობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი