ბიტკოინის ფასი საგრძნობლად შემცირებულია

0
1106

სამშაბათს, 8 სექტემბერს კრიპტოვალუტების ფასები მცირე რყევას განიცდიდა.

ციფრული ვალუტებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინო ბიტკოინის კურსის მოძრაობაა.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 0.62%-ით შემცირდა. თუმცა ბიტკოინის ფასის შემცირება 3 სექტემბრიდან დაიწყო, რა დროსაც კრიპტოვლუტაზე ვაჭრობა 10.245 დოლარზე დაიხურა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ნელ-ნელა 9.900 დოლარის ფარგლებში იწყებს მოძრაობას.

ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 10.000 დოლარის დონე დატოვა და 9.979 დოლარამდე დაიკლო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 0.63%-ით არის შემცირებული. ალტკოინის კურსი 2334 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ 5 სექტემბერს დაფიქსირებული საბოლოო ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებულ კურსებს შორის ყველაზე დაბალი იყო და ის 335 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 320.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი