შვეიცარიის ეროვნული ბანკი ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების საჭიროებას ვერ ხედავს

0
2026

შვეიცარიის ეროვნული ბანკის საბჭოს დირექტორმა თომას მოსერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია ძალზე პრიმიტიულია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებას მხარი დაუჭიროს.

“ბიტკოინთან დაკავშირებით მოხდა ჩევულებრივი რამ: ხალხი ამაზე იმიტომ გადაერთო, რომ ახალია ან იაფი”,-აღნიშნა თომას მოსერმა.

თომას მოსერი 2010 წელს, როდესაც შვეიცარიის ცენტრალურ ბანკის საბჭოს დირექტორად დაინიშნა, განაცხადა, რომ Blockchain-ს აქვს პოტენციალი, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეს პოტენციალი მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც დღევანდელი საქმიანობისგან განსხვებულ ოპერაციებში იქნება გამოყენებული.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი იოჰან შნაიდერ-ამმანი კი აცხადებს, რომ Blockchain-ს აქვს იმისი უნარი, რომ მთლიანად მოიცვას არსებული ეკონომიკა.

შვეიცარია აღიარებულია, როგორც კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის მიმრთ პოზიტიურად განწყობილი ქვეყანა. Blockchain კონფერენციის, BlockShow Europe 2018-ის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შვეიცარიას პირველი ადგილი უკავია Blockchain კომპანიების რაოდენობით.

გასულ თვეში შვეიცარიის მთავრობის ფედერალური საბჭო კრიპტოვალუტის რისკების შესახებ ანგარიშსს ითხოვდა, რათა გაენალიზებინა ეროვნული ციფრული ვალუტის პოტენციალი.

ეროვნული კრიპტოვალუტის იდეა თებერვალში შვეიცარიის საფონდო ბირჟის SIX- ის თავმჯდომარემ, რომეო ლახერმა, წარმოადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი