შვედეთის საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, Sveriges Riksbank-ის მმართველმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა, რომ კერძო ფული ადრე თუ გვიან გაქრება.
ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კერძო ფულში კრიპტოვალუტა იგულისხმა.
შტეფან ინგვესმა ბიტკოინი უარყო, როგორც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ტრადიციული ვალუტების ალტერნატივა.
”რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გამდიდრდეთ ბიტკოინით ვაჭრობით, მაგრამ ეს მარკებით ვაჭრობის მსგავსია”,- განაცხადა veriges Riksbank-ის მმართველმა.
მიუხედავად ინგვესის შეხედულებისა ბიტკოინის სისუსტეებზე, როგორც ვალუტაზე, მან სერიოზულად მიიღო ინვესტორებს შორის ბიტკოინის პოპულარობა.
შტეფან ინგვესმა აღიარა, რომ კრიპტოვალუტა საკმარისად მნიშვნელოვანი გახდა, რათა მარეგულირებლების, ცენტრალური ბანკებისა და კანონმდებლების დიდი ყურადღება მიეპყრო.
შეგახსენებთ, რომ აპრილში შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის საპილოტე ფაზის პირველი ეტაპი დაასრულა.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ციფრული პროექტის საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ Sveriges Riksbank-მა აღმოაჩინა გარკვეული ხარვეზები ქსელში, რომლის გამოწორების გარეშეც შვედური ციფრული კრონა ვერ იფუნციონირებს.