ანალიტიკოსები: რიპლის კურსი შესაძლოა, 0.56 დოლარის ნიშნულამდე გაიზარდოს

0
2032

რიპლის კურსი 21 ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით ოდნავ შემცირებულია. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.44 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. რიპლის ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კი 0.42 დოლარის დონეზე აღმოჩნდა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა კი ასევე 0.42 დოლარაზე დაიხურა.

რიპლისთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინმა კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ეთერიუმს გაუსწრო და რიგით მეორე ადგილი დაიკავა.

ანალიტიკოსების თქმით, ზრდის ტენდენცია იქნება, როდესაც რიპლის კურსი 0.56 დოლარის დონეს მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ ფასი 0.27 დოლარის ნიშნულზეც კი აღმოჩნდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ ფასების ცვლილებას დაელოდონ.

რაც შეეხება Dash-ს: მსგავსად რიპლისა, გუშინ Dash-ის ღირებულებაც შემცირდა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 114 დოლარზე გაიხსნა. 116 დოლარი წარმოადგენდა დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს, ხოლო Dash-ის ყველაზე დაბალი კურსი 103 დოლარზე აღმოჩნდა. 103 დოლარზევე დაიხურა კრიპტოვალუტაზე ვაჭრობაც.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინი 129 დოლარის ნიშნულს მიაწღევს ეს ფასის ზრდის უდავო ნიშანი იქნება. თუმცა მოსალოდნელია კურსის კლებაც. ფასის შემცირების შემთხვევაში Dash-ი შესაძლოა, 98 დოლარზეც კი დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი