შემოდგომაზე უზბეკეთი კრიპტოვალუტას რეგულაციას დაუწესებს

0
2747

სექტემბერში უზბეკეთი ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც ბიტკოინის რეგულაციას შეეხება. გარკვეული რეგულაცია შეეხება Blockchain-ის “skill center”-საც, რომელიც 1 ივლისს ოფიციალურად დაიწყებს საქმიანობას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევიმ მოიწონა გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა დარეგულირდეს Blockchain-ი, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები.

საკანონმდებლო წინადადება ეკუთვნით სახვადასხვა სამთავრობი სტრუქტურას, სამინისტროებსა და ცენტრალურ ბანკს.

ტაშკენტში, skill center-ი მირზო ულიგბეკის ინოვაციების ცენტრში განთავსდება.

ცენტრის მიზანი იქნება Blockchain ტექნოლოგიის პოტენციალის გამოყენება და ტექნოლოგიურ-პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც ადგილობრივ დეველოპერებს პროექტების განხორცილებაში დაეხმარება.

რაც შეეხებათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს: შარშან ყაზახეთმა სინგაპურის Blockchain-ის ასლისათვის ნებართვა ითხოვა, ხოლო ბელარუსმა განაცხადა, რომ ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიებისთვის სურს სტუმართმოყვარე გარემო შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი