3 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1436

ხუთშაბათს, 3 იანვარს, რამდენიმე დღიანი ზრდის შემდეგ, კრიპტოვალუტის ბაზარმა შემცირება დაიწყო. დღის განმავლობაში ციფრული ვალუტების ბაზარმა 6%-იანი დანაკარგი განიცადა.

ბიტკოინის შექმნიდან 10 წლის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება 3.800 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 2%-ზე ნაკლებით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ბიტკოინი არასტაბილური იყო. ბიტკოინს ჰქონდა იმისი შესაძლებლობა, რომ 4.000 დოლარის ნიშნულს დაბრუნებოდა, თუმცა კურსი მოულოდნელად 3.600 დოლარამდე შემცირდა.

მიუხედავად ამისა, კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 1.5%-ით არის გაუმჯობესებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ ეთერიუმის ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. ალტკოინის ღირებულებამ კი 148 დოლარს მიაღწია.

თუმცა, მიუხედავად გუშინდელი დანაკარგებისა, ეთერიუმის კურსი 30 დღის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 130.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი