შანხაი Metaverse-ის განვითარებაზე იზრუნებს

0
899

შანხაის ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მუნიციპალური კომისიის ხუთწლიანი განვითარების გეგმაში ჩამოთვლილია ელექტრონული საინფორმაციო ინდუსტრიის კვლევისა და განვითარების ოთხი პუნქტი.

ერთ-ერთი მათგანი კი Metaverse-ს ეხება.

კომისია გეგმავს წაახალისოს Blockchain-ისა და ზოგადად ციფრული ტექნოლოგიების შესწავლა.

CNBC-ი საზოგადოებას Metaverse-ის გამოყენების ხელშეწყობისაკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით კი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა საჯარო სერვისები, სოციალური დასვენება, სამრეწველო ბიზნესი, წარმოების უსაფრთხოება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ინტერესი ახალი ტექნოლოგიებისადმი ურყევია. ეს გულისხმობს Blockchain ტექნოლოგიის ათვისებასა და სტაბილკოინის შექმნას.

მარტში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ თავისი ხუთწლიანი განვითარების გეგმა გამოაქვეყნა. ამ გეგმაში Blockchain ტექნოლოგიის შესახებ პირველად იყო ნათქვამი. დოკუმენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ მიზნებს ასახავს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NFT-ით დაინტერესდა.

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადების თანახმად, Xinhua გამოსცემს თავის პირველ სერიას NFT კოლექციებისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი