ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ განაცხადა, რომ მარეგულირებელი სააღმსრულებლო კამპანიის ფარგლებში, ყაზახეთში არსებულმა 55-მა არალეგალურმა მაინინგ ცენტრმა ნებაყოფლობით შეწყვიტა მუშაობა.
კამპანიის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 51 სუბიექტის არალეგალური კრიპტო მაინინგ ოპერაციების შეჩერება, რომლებიც ზიანს აყენებენ ქვეყნის ენერგო სისტემას.
განცხადების თანახმად, ყველა სამიზნე ოპერატორმა არამხოლოდ გაყინა მოპოვების პროცესი, არამედ დაშალა დანადგარები.
განცხადებაში მოხსენიებულია არაერთი ცნობილი ბიზნეს ფიგურა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო უკანონო საქმიანობასთან.
მათ შორის იყვნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზის კომპანიის Qazaqgaz-ის ყოფილი თავმჯდომარე და ეროვნული პოლიციის ნარკოდანაშაულის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
ეს ოპერაციები უკანონოდ იქნა მიჩნეული, რადგან მათ არ აცნობეს მარეგულირებელ ორგანოებს თავიანთი საქმიანობის შესახებ. ისინი უკანონოდ იყვნენ მიერთებული ქსელში ან თავიდან აიცილეს კრიპტო და საბაჟო გადასახადები.
ენერგიის ნაწილი, რომელსაც უკანონო ოპერატორები იყენებდნენ და ახლა გამონთავისუფლდა, ქვეყანაში არსებულ სხვა სამრეწველო წარმოებას შეღავათიან ფასად გადაეცემა.