ყაზახეთი მაინინგის სექტორში მოწინავე პოზიციებს კარგავს

0
957

ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, მსოფლიოში ბიტკოინის მაინინგის ერთ-ერთი წამყავნი ადგილი ყაზახეთმა შესაძლოა, დაკარგოს.

კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსის (CBECI) მიხედვით, 2021 წლის აგვისტოსთვის ყაზახეთი მსოფლიო ბიტკოინის ჰეშის კურსის 18%-ს ფლობდა, რაც მას მეორე ადგილზე აყენებდა შეერთებული შტატების შემდეგ.

ყაზახეთის ბიტკოინ მაინინგის სიმძლავრის ზრდა ნაწილობრივ გამოწვეული იყო ჩინელი მაინერების მასიური მიგრაციით. ჩინეთში მაინინგის აკრძალვამდე ბიტკოინის ჰეშის სიჩქარის სიმძლავრე 75%-ზე მეტს შეადგენდა.

კემბრიჯი ახალ სტატისტიკას მარტში გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ ყაზახეთს ვერც გიგანტი ჩინური კომპანების Canaan-ისა და BTC.com-ის ქვეყანაში მუშაობა ვერ წასწევს წინ.

„ბიტკოინის მაინინგი საბოლოოდ შემცირდება ყაზახეთში, ძირითადად ელექტროენერგიის არამდგრადი სუბსიდიების გამო”,- განაცხადა კომპანია Soluna Computing-ის კორპორაციული განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, ფილპი ნეგ-მა.

Origin Protocol-ის თანადამფუძნებლის, ჯოშ ფრეიზერის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ყაზახეთი კრიპტო მაინინგის ლიდერთა სამეულში ვეღარ მოხვდეს, ისაა, რომ იგი მეტისმეტადაა დამოკიდებულ ნავთობსა და გაზზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი