ქრისტინე ლეგარდი: ჩვენ უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა ციფრული ვალუტის გამოცემის შესახებ

0
2308

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განიხილოს სინგაპურის Fintech-ის ფესტივალზე გაჟღერებული წინადადება. წინადადება ცენტრალური ბანკის მიერ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას გულისხმობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, დირექტორმა ქრისტინე ლეგარდიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბუნებაში არ ვართ დარწმუნებულები მთავრობებმა მაინც უნდა იფიქრონ ციფრული ვალუტების გამოშვების შესახებ.

“მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა ციფრული ვალუტის გამოცემის შესახებ. სახელმწიფოს როლი შეიძლება იყოს ის, რომ მან მხარი დაუჭიროს ციფრულ ეკონომიკას”, – განუცხადა მან ღონისძიების მონაწილეებს.

გამოხმაურებები გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ციფრული ვალუტების შესახებ მიძღვნილი ანგარიში. ანგარიშში განხილულია კონკრეტულად ამ ფინანსური ინსტრუმენტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

“თუკი სახელმწიფოს მიერ ციფრული ვალუტის გამოშვება სწორი გზით მოხდება ამან შესაძლოა, საზოგადოების კონკრეტული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. კერძოდ, საუბარია ფინანსური ჩართულობაზე, უსაფრთხოებასა და მომხმარებელთა დაცვაზე”,-აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი