Avanti Financial-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ბიტკოინი ვალუტის სახით არ უნდა იქნას გამოყენებული.
მაიამის ბიტკოინ 2021-ზე კონფერენციის შემდგომ მედიასთან ინტერვიუს დროს, ქეთლინ ლონგმა, Avanti Financial-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ გადახდისუნარიანობა სხვა საკითხებისგან განსხვავებით გაცილებით მნიშვნელოვანია.
”მას შემდეგ, რაც ბიტკოინის გამოყენებას დაიწყებთ, თქვენ, ფულს დაკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს ღირებული გაკვეთილია იმისთვის, რომ ნამდვილად გაიგოთ რა არის ბიტკოინი. ახლა ამ ინდუსტრიაში ბევრი ახალი ადამიანი გვყავს, ვინც “გაკვეთილებს იღებს” და იმედია, ხალხი მათგან ისწავლის”,- განაცხადა Avanti Financial-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გარდა ამისა, ქეთლინ ლონგმა აღნიშნა, რომ ბიტკოინის ახალი რეგულაციების შემოღებით თვით ვაშინგტონია დაინტერესებული. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან.