2020 წლის ზაფხულში ფილიპინების ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკონის შექმნის განხილვა დაიწო. ამ საკითხის შესასწავლად სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა.
მოგვიანებით, Bangko Sentral Pilipinas-ის წარმომადგენელმა ონლაინ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ჯგუფი კონკრეტულად CBDC-ის შესასწავლად ჩამოყალიბდა. ბრიფინგზე დირექტორმა, ბენიამინ დიოკნომ განმარტა, რომ მიზანშეწონილობის ტესტი და CBDC-ის გაცემის პოლიტიკის მექანიზმების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.
მთავრობებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობის მსგავსად, ფილიპინების მთავრობის ოფიციალური პირები არ ერიდებიან Blockchain ტექნოლოგიის მნიშვნელობის აღიარებას.
”ჩვენთვის კრიპტოვალუტა ყოველთვის იყო აქტივის მიღმა. ის უფრო მეტად დაკავშირებული იყო Blockchain-თან”,- აღნიშნა ცენტრალური ბანკის დირექტორმა.
ამ შენიშვნების შესაბამისად, ფილიპინების ხაზინის ბიურომ, ფილიპინების ციფრული ვალუტების ბირჟასთან და UnionBank-თან პარტნიორობით გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზეა აგებული.
მიმდინარე კვლევებისა და შესწავლის აუცილებლობის მოტივით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ სტაბილკოინის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს.