ბრაზილიაში, ქალაქ ფორტალეზაში ავტობუსის ბილეთის შეძენა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი

0
1674

ბრაზილიის ერთ-ერთი დიდი ქალაქი, ფორტალეზა ავტობუსის ბილეთების გადახდას ბიტკოინით უზრუნველყოფს.

ახალი გადახდის სისტემა 2019 წლის ბოლოს შევა ძალაში.

სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიტკოინთან გადახდა შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა სატრანსპორტო სამსახურმა მოქალაქეებს შესთავაზა, რომ ავტობუსის ბილეთი საკრედიტო ბარათით ან კრიპტოვალუტით გადაეხადათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილია ციფრული ვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია.

თუმცა ციფრული ვალუტის რეგულირება ასევე აქტუალური საკითხია. ცოტა ხნის წინ ბრაზილიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ აუცილებელია შეიქმნას კომისია, რათა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი მოგვარდეს.

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით G20-ის სამიტზე ბრაზილიას საკუთარი ჩამოყალიბებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რათა რეგულაციები ძალაში 2021 წლიდან შევიდეს.

2018 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის მარეგულირებელს კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. მარეგულირებლის კითხვები ეხებოდა იმ ბირჟებს, რომელთა საბანკო ანგარიშები გახსნიდან ყველაზე მალე იხურებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი