ირანი ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს

0
2297

ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის პირველი მიზეზი ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებია.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

სამეცნიერო და ტექნოლოგიური საკითხების მენეჯმენტისა და საინვესტიციო ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ალირეზა დალირიმ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ უკვე შექმნილია.

“ეს ვალუტა ხელს შეუწყობს ფულის გადარიცხვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გარდა ამისა, მას შეუძლია დაგვეხმაროს სანქციების დროსაც”,-აღნიშნა ალირეზა დალირიმ.

ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის ტექნიკური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ბიტკოინის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა. აპრილის თვეში ბანკებს ოფიციალურადაც კი აეკრძალათ კრიპტოვალუტის სფეროსთან ურთიერთობა.

როგორც ჩანს, ირანს ვენესუელის პრაქტიკის გაზიარება აქვს განზრახული.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის პრეიზდენტის ნიკოლას მადუროს ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის მოსაზრება სხვა ფაქტორებთან ერთად აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებას უკავშირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი