ფილიპინების ცენტრალური ბანკი მარეგულირებელი სისტემის განახლებას განაგრძობს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კრიპტოვალუტის მკაფიო მარეგულირებელი სისტემის შექმნის შედეგად ფილიპინების ცენტრალურმა ბანკმა ლიცენზირების რეჟიმი შემოიღო.
Bangko Sentral ng Pilipinas-მა ქვეყანაში ციფრული ვალუტის კომპანიებისთვის უფრო ფართო ლიცენზირების წესები შექმნა. აღნიშნული ლიცენზირების სისტემა ხელს შეუწყობს კრიპტო სივრცისათვის მარეგულირებელი კომპეტენციების გაფართოებას.
შესაბამისად, ქვეყანა უკვე მზად არის ყველა კრიპტო პროვაიდერი ბაზარზე შეუშვას, რომელიც ბიზნესის დაწყებას ფილიპინებში გადაწყვეტს.
Philippine Daily Inquirer–ის თანახმად, ქვეყანაში არსებული ყველა კრიპტო ფინანსური მომსახურების კომპანია უნდა იყოს ლიცენზირებული ცენტრალური ბანკის მიერ.
გარდა ცენტრალური ბანის მარეგულირებელი წესების შესრულებისა, ქვეყნის ყველა კრიპტო კომპანიას ასევე მოეთხოვება გლობალური ფინანსური პრაქტიკის შესაბამისი რეგულაციების დაცვა. პირველ რიგში, ამ რეგულაციებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა მოიაზრება.
შედეგად, გარკვეულ ზღვარს ზემოთ კრიპტოვალუტის გადარიცხვა ტრანზაქციაში მონაწილე ორივე მხრისგან პიროვნების ნამდვილობის დამადასტურებელ ინფორმაციას მოითხოვს.