ფილიპინების მარეგულირებელმა კრიპტო თაღლითური სქემა გამოავლინა

0
1272

ფილიპინების მარეგულირებელი კრიპტო თაღლითობის შესახებ მომხმარებელს აფრთხილებს.

თაღლითურ სქემაში ეთერიუმის Blockchain-იც მოექცა.

ფილიპინების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ის ადამიანები, ვინც კრიპტო თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ მათ დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ ან შესაძლებელია სასამართლომ თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდოს.

”ჯარიმის მაქსიმალურო ოდენობა 5 მილიონი ფილიპინური პესო ან 21 წლით თავისუფლების აღკვეთაა. ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს ის, ვინც დაკავებულია საბროკერო საქმიანობით, არის დილერი ან სუბიექტის აგენტი. ყველა პოტენციურ დამნაშავედ მიიჩნევა, ვინც არაკანონიერ საქმიანობაში არის ჩართული. უკანონო საქმიანობაში კიბერ დანაშაულის ფაქტიც მრავლდაა”,- აღნიშნული იყო ქვეყნის მარეგულირებლის განცხადებაში.

ფილიპინების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ სამი უნებართვო კრიპტო სქემა აღმოაჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი ეთერიუმის Blockchain-ის პროტოკოლს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ფილიპინებში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული არაერთი თაღლითური სქემა გამომჟღავნდა.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ მარეგულირებელმა თვის განმავლობაში სამი არალეგალური კრიპტო საქმიანობა გამოავლინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი