0x და Celo განვითარებას ერთობლივად აგრძელებენ

0
1345

0x-ი Celo-სთან პარტნიორობას იწყებს, რათა 4.5 მილიონი დოლარი DAO ეკოსისტემაში გაანაწილოს.

0x-მა და Celo-მ პარტნიორობის შესახებ უკვე განაცხადეს. ავტონომიური ორგანიზაციის, DAO-ს მეშვეობით მოხდება ფინანსების გაყოფა. საუბარია 4.5 მილიონზე, რომლიდანაც 3 მილიონი დოლარი CELO-ზე მოდის, ხოლო 1.5 მილიონი 0x-ის ეკოსისტემის ზრდას მოხმარდება.

აღნიშნული განპირბებულია ნოემბერში კომპანიებს შორის დადებული ხელშერულებით, რომლის მიზანიც Celo-ს Blockchain-ზე ნულოვანი ღირებულების 0x API ფუნქციონირების ინტეგრირებისთვის DeFi დეველოპერების გამოცდილების გაუმჯობესება იყო.

Celo არის ტექნიკური, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების ღია კოდის ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე (DApps) და მიმართულია კრიპტოვალუტის გადახდების ხელშეწყობაზე. 0x-ი არის დეცენტრალიზებული ვებ ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ტოკენიზებული ERC-ს.

ამ მოდელით უვე განხორციელდა 20 ინვესტიცია საჯარო ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენებით. 0x-ი ამტკიცებს, რომ მისი გაშვების დღიდან, მისმა API ფუნქციამ 21 მილიონზე მეტი ვაჭრობა 1.8 მილიონზე მეტ უნიკალურ მისამართზე 100 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის თანხით ისეთ პოპულარულ ქსელებში განახორციელა, როგორიცაა ეთერიუმი, Binance Smart Chain-ი, Polygon-ი, Avalanche-ი და Fantom-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი