ფილიპინების ცენტრალური ბანკი ტოკენებს განიხილავს, როგორც ქაღალდის ფულის გამოყენების შემცირებასა და ქვეყანაში ფინანსური მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების საშუალებას.
ამ ფონზე კი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ჯერ კიდევ ეროვნული ციფრული ვალუტის შესწავლის პროცესშია.
ფილიპინების ცენტრალურ ბანკის ხელმძღვანელმა, ბენჯამინ დიოკნომ განაცხადა, რომ ტოკენი ფინანსურ მომსახურებას აფართოებს და ხარჯებს ამცირებს.
დიოკნოს თქმით, ტოკენი ცენტრალური ბანკის ფინანსურ მომსახურებას მოქალაქეებისთვის აუმჯობესებს.
ფილიპინები ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის პროცესშია. ბანკის განცხადების თანახმად, კვლევა შეისწავლის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მიზანშეწონილობასა და პოტენციურ შედეგებს.
ამასთანავე, ქვეყანამ უკვე დაიწყო Blockchain ტექნოლოგიაზე მომუშავე პლატფორმების ამოქმედება, მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციების განაწილების მიზნით.
უნდა აღინიშნოს რომ, ფილიპინები Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უმსხვილესი ხუთი ბანკი Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის პლატფორმას ნერგავდა.
ბანკების მიერ ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ფილიპინების ბანკების კავშირი ხელს შეუწყობს იმ ბანკებს, რომლებსაც სურთ გადარიცხვების პროცესი უფრო ეფექტური გახადონ.