ლუქსემბურგმა Blockchain-თან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო

0
1380

ლუქსემბურგის საკანონმდებლო ორგანომ Blockchain ტექნოლოგიის შესახებ ახალი კანონი მიიღო. “მიღებულმა კანონმა ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიის ფინანსურ მომსახურებაში გამოყენებას”,-ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი კანონი მიზნად ისახავს ფინანსური ბაზრის მონაწილეების საქმიანობისთვის მეტი გამჭვირვალობის მინიჭებას, რაც მხოლოდ შესაძლებელია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ლუქსემბურგი ცნობილია Blockchain ტექნოლოგიის მიმართ თავისი ლიბერალური დამოკიდებულებით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში ლუქსემბურგის უნივერსიტეტი პარტნიორობდა ლუქსემბურგში დაფუძნებული სავაჭრო პლატფორმა VNX Exchange-თან, რათა მომხდარიყო ციფრული აქტივების უსაფრთხოების გაუმჯობესება.

რამდენიმე დღის კი კი, იტალიის საკანონმდებლო ორგანომ Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო. კანონის მიღებას 275 დეპუტატი დაეთანხმა.

ამ ეტაპზე კი უკვე საჭიროა კონკრეტული ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრა. საუბარი ეხება “ჭკვიანი კონტრაქტების” სამართლებრივ მოქმედებას.

იტალიის პარლამენტის წევრმა მარია ლაურა მანტოვანიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა ონლაინ ხმის მიცემის სისტემასაც ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი