Polkadot–ის ეკოსისტემა RockX–ისგან 20 მილიონ დოლარს მიიღებს

0
1090

ციფრული აქტივების განვითარების კომპანიამ RockX-მ 20 მილიონანი აშშ დოლარის ინვესტიციის პროგრამა დაიწო.

ინვესტიცია Polkadot ეკოსისტემის მხარდასაჭერად არის განკუთვნილი. 20 მილიონი მომდევნო ხუთი წლისთვის არის გათვალისწინებული.

უნდა აღინიშნოს, რომ 500,000 აშშ დოლარის ღირებულების დაფინანსება მოიცავს თითოეულ პროექტს. პროექტი განსაზღვრული იქნება გუნდის დეველოპერების და ტექნიკური სისტემების აღჭურვის მხარდასაჭერად.

ამჟამად, RockX-ი Polkadot-ს, Cosmos-ს, Solana-ს, Oasis-ს და Terra-ს მართავს.

RockX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს ლამმა აღნიშნა, რომ პროგრამა მრავალი ინდივიდუალური ინვესტორის ფინანსური დახმარებით იწყებს მუშაობას. თუმცა ინვესტორების უმეტესობამ ანონიმურობის შენარჩუნება მოითხოვა. თუმცა ზოგიერთ მათგანზე ალექს ლამმა მცირე მინიშნება მაინც გააკეთა.

”ეს ადამიანები (ინვესტორები) 2015 წლიდან არიან ეთერიუმის საზოგადოების წევრები. ეს ინვესტორები წარსულში მხარს უჭერდნენ ეთერიუმის ეკოსისტემის შექმნას, სხვადასხვა ინვესტიციის და სამშენებლო პროექტის საშუალებით”,- მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა RockX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სამომავლოდ, RockX-ი უკვე განიხილიავს უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების თანმიმდევრულ დაფინანსებასაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი