მიუხედავად მოლოდინებისა, კრიპტოვალუტების ფასის მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა.
ბიტკონი
ბიტკოინი განაგრძობს კურსის კლებას. კრიპტოვალუტის კრიტიკული ზღვარი 7.941 დოლარზე დაფიქსირდა. თუ ბიტკოინი ამ ზღვარს ჩამოსცდება კურსის მოსალოდნელი მაჩვენებელი 7.000 დოლარი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 7.941 ნიშნულს არ ჩამოსცდება ბიტკოინის კურსს ზრდის პოტენციალი ექნება.
ანალიტიკოსები ბიტკოინით მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ სანამ კრიპტოვალუტის კურსი შედარებით არ გამყარდება ბიტკოინით ვაჭრობა არ განახორციელონ.
ეთერიუმი
ეთერიუმის კურსი ბიტკოინის მსგავსად კლებას განიცდის. კრიპტოვალუტის ფასის დაცემის უკიდურესი მაჩვენებელი 418 დოლარია. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასის ასეთ დაცემას ერთბაშად არ ელოდებიან.
ეთერიუმის შემთხვევაში კურსის მერყეობას საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვს: 400-დან 838 დოლარის შუალედი.
ფასის ზრდის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ეთერიუმის კურსი 745 დოლარის დონეს მიაღწევს.
ბიტკოინ Cash-ი
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ბიტკოინ Cash-ის კურსის ქვედა დონე 650 დოლარია.
ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტამ მოსალოდნელია, რომ 800-დან 1.300 დოლარის ფარგლებში იმერყევოს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას მაშინ ურჩევენ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 800 დოლარის ნიშნულს მყარად დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტები სავაჭრო ოპერაციებს ფასის გამყარებამდე რეკომენდაციას არ უწევენ.
ლაიტკოინი
ლაიტკოინი 130 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუ კურსი დაეცემა მოსალოდნელი მაჩვენებელი 115 დოლარია.
ექსპერტები ამბობენ, რომ ლაიტკოინის ზრდის ტენდენცია მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 170 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.
იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინმა კურსის გამყარება ვერ შეძლო ანალიტიკოსები ტრეიდერებს არანაირი სახის ვაჭრობას არ ურჩევენ.
რიპლი
რიპლი ცდილობს 12 მაისის 0.632 დოლარის მონაცემი შეინარჩუნოს. თუმცა, როგორც ჩანს ამის გაკეთება გაუჭირდება. უნდა ითქვას, რომ რიპლის შეძენა ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია.
თუ ასე გაგრძელდა, რიპლი შესაძლოა, 0.56 დოლარზე დაეცეს.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რიპლი მოახერხებს ფასის ზრდას მოსალოდნელი მაჩვენებელი 0.76 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ დაელოდონ რიპლის კურსის გამყარებას და ამის შემდეგ განახორციელონ ნებისმიერი ტიპის ვაჭრობა.