13 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2252

13 აგვისტოს კრიპტოვალუტების ბაზარი არ გაზრდილა. ამ შემთხვევაში მიზეზი ეთერიუმია, რომლის კურსიც მკვეთრად არის შემცირებული. ეთერიუმის ფასი 300 დოლარის დონემდე დავიდა, ხოლო ბიტკოინის ფასმა უმნიშვნელო დანაკარგები განიცადა.

გუშინ, ეთერიუმის ღირებულება 288 დოლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშანვს, რომ კრიპტოვალუტა ბოლო 24 საათის განმავლობაში 9.77%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 320 დოლარის დონეზე დაფიქსირდა, თუმცა ამის შემდეგ ეთერიუმის კურსი მკვეთრად შემცირდა.

ეთერიუმის კურსი კვირის განმავლობაში 28%-ზე მეტით არის შემცირებული, ხოლო თვიური დანაკარგი 33%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ბიტკოინს: გუშინ, კრიპტოვალუტის ღირებულება მხოლოდ 1.6%-ით შემცირდა და ბიტკოინის ფასმა 6.224 დოლარი შეადგინა. ბიტოინს ჰქონდა მცდელობა, რომ 6.500 დოლარის ზღვარი დაერღვია, თუმცა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 13 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ დაახლოებით 213 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი