კვირას, 15 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა. Coinmarketcap-ის სიის პირველმა 9 კრიპტოვალუტამ ფასის გაუმჯობესება დაიწყო.
ერთკვირიანი პესიმისტური პოზიციების შემდეგ, ბიტკოინის კურსი გაიზარდა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6.300 დოლარს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის ღირებულება 6.354 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს, კრიპტოვალუტის ამჟამინდელი ღირებულება 448 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსი 3.4%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდა არის იმის ფონზე, როდესაც კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტა 442 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ხოლო, ბოლო 30 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი წინა თვესთან შედარებით 10%-ით იყო შემიცრებული.
შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის 15 ივლისს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 256 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა იმ ფონზე, როდესაც 2 დღის უკან, 13 ივლისს, 242 მილიარდი დოლარი იყო კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია.