კვირის მიმოხილვა: ფასების ანალიზი

0
2999

ამ კვირას კრიპტოვალუტების ფასებმა ძლიერი რყევა განიცადა. ციფრული ვალუტის არასტაბილურ ხასიათის გამო, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კრიპტოვალუტის ყიდვამდე რისკები სწორად შეაფასონ.

ბიტკოინი

ბიტკოინის ქვედა სამიზნე 7.000 დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე საჭიროა კრიპტოვალუტამ დაცემა შეწყვიტოს, ფასი შედარებით დასტაბილურდეს და ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება კურსის გაზრდაც.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი კურსის მატებას შეძლებს მოსალოდნელი მაჩვენებელი 9.000 დოლარია, მაგრამ კურსის არსებულზე კიდევ უფრო ვარდნის შემთხვევაში ფასი 6.000-დან 7.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ მაშინ იყიდონ ბიტკოინი, როდესაც კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 7.000 დოლარზე ქვემოთ იქნება.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოვაჭრეებმა ბიტკოინი მაშინ უნდა შეიძინონ, როდესაც 4 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დასტაბილურდება.

ექსპეტები ტრეიდერებს აქტიურ ვაჭრობას ურჩევენ და აცხადებენ, რომ მოსალოდნელია კრიპტოვალუტა 9.000 დოლარის ნიშნულს ასცდეს და 6.000-დან 12.000 დოლარს შორის იმერყევოს.

ეთერიუმი

ეთერიუმიც ბიტკოინის მსგავსად არ იმყოფება სახარბიელო მდგომარეობაში. ეთერიუმის კურსი 61.8%-ით დაეცა. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი უფრო დაეცემა მოსალოდნელი ფასი 464 დოლარია.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ მაშინ შეიძინონ კრიპტოვალუტა, როდესაც ეთერიუმის ფასი შედარებით სტაბილური გახდება.

ბიტკოინ Cash-ი

ამ კვირაში ბიტკოინ Cash-ის კურსმაც დაიწია. მოსალოდნელი მაქსიმალური ქვედა ზღვარი 650 დოლარია. თუმცა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ი ცდილობს 1.000 დოლარის ნიშნულის მიღწევას.

თუ კრიპტოვალუტა მოახერხებს და 1.000 დოლარის ნიშნულს შეინარჩუნებს მოსალოდნელი ზედა ზღვარი 1.200 დოლარია.

თუ ბიტკოინ Cash-ის კურსი 950 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა მოსალოდნელი ფასი 750 დოლარია.

ექსპერტები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ მაშინ დაიწყონ ვაჭრობა, როდესაც ბიტკოინ Cash-ი კონკრეტულ ნიშნულს მიაღწევს და პოზიციას შეინარჩუნებს.

რიპლი

ამჟამად, რიპლი 0.61 დოლარის ნიშნულს იკავებს.

თუ რიპლი 0.56 დოლარის დონეს დაარღვევს, მოსალოდნელი კურსი 0.45 დოლარია.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლი პოზიციების გამყარებას შეძლებს სავარაუდო ფასის მაჩვენებელი 0.65 დოლარი გახდება.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს რიპლით ვაჭრობას ფასის დასტაბილურებამდე არ ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინიც განიცდის ფასის რყევას. ლაიტკოინის კურსის დაცემის მაქსიმალური ზღვარი 107 დოლარია.

24 მაისს, ლაიტკოინის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა 115 დოლარი იყო. კრიპტოვალუტამ ვერ მოახერხა 127 დოლარის დონემდე მიღწევა.

ლაიტკოინის ზრდის პირველი ნიშანი იქნება, მაშინ როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 127 დოლარის ნიშნულს გადაცდება. მანამდე კი, ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი