ურუგვაი კრიპტოვალუტისთვის ლიბერალური რეგულაციის შემოღებას გეგმავს

0
1726

ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე სპეციალურ კომიტეტს შექმნიდა.

კომიტეტი ხელს შეუწყობს ინოვაციების პოპულარიზაციას, რაც ქვეყნის ფინანსურ სისტემას განამტკიცებს და განვითარებაშიც დაეხმარება. ეს ღონისძიებები, ამასთანავე, მოიცავს ფულის გათეთრების, ტერორიზმის და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლასაც.

მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაის ჯერ არ განუვითარებია ციფრული ვალუტების სპეციფიკური რეგულაციები საკანონმდებლო ორგანო დაინტერესებული პირებთან შეხვედრებისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნის სურვილს გამოთქვამს.

ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოში fintech განყოფილების ყოფილმა პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა სებასტიან ოლივერამ ადგილობრივ მედია საშუალებას განუცხადა, რომ რეგულაცისთან დაკავშირებული წინადადებები ინსტიტუციონალურ არხებს გადაეცემოდა.

მან განაცხადა, რომ fintech განყოფილება მიზნად ისახავს ინვესტიციებისა და ინოვაციების მოზიდვას ადგილობრივ ინდუსტრიაში.

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მარეგულირებელ სფეროს გარეთ არ შეიძლება განვითარდეს ესა თუ ის აქტივობა. როდესაც ვსაუბრობთ ფინანსურ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ მარეგულირებელთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ურუგვაი კრიპტოვალუტისთვის მეგობრულ ტერიტორიად იქცეს”,-განაცხდა სებასტიან ოლივერამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი