მაქს ქეიზერი: უორენ ბაფეტი ბიტკოინზე ნეგატიური კომენტარებით რეპუტაციას ინადგურებს

0
1307

ტელეწამყვანმა მაქს ქეიზერმა უორენ ბაფეტი გააკრიტიკა.

მაქს ქეიზერის აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი, უორენ ბაფეტი რეპუტაციას ინადგურებს იმით, რომ ბიტკოინის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.

უორენ ბაფეტი, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მას არაერთხელ გამოუთქვამს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ.

დაახლოებით ორი თვის წინ CNBC-სთან ინტერვიუს დროს უორენ ბაფეტი ბიტკოინის შესახებ საუბრობდა. მან დააფიქსირა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არ არის ღირებული აქტივი.

გადაცემაში ასევე მონაწილეობდა Tron-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯასტინ სანი. უნდა აღინიშნოს, რომ ის ციფრული ვალუტის ინდუსტრიის დიდი ხნის გულშემატკივარია.

2019 წლის მაისში უორენ ბაფეტი და ჯასტინ სანი მონაწილეობას იღებდნენ სან-ფრანცისკოს მიუსაფარი ადამიანებისთვის შექმნილი საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებაში.

მაშინ ჯასტინ სანმა განაცხადა, რომ უორენ ბაფეტთან კრიპტო ინვესტიციების საკითხს განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა კომპანიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ასევე ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა ბიტკოინის მიმართ.

მან განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა არსებობას ცუდად დაამთავრებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი