უკრაინის კომუნიკაციისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ უწყება კრიპტოვალუტის მაინინგის რეგულირებას არ გეგმავს.
უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურის BRDO-ის საპასუხოდ მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ არ აქვთ განზრახული კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ლიცენზიების შემოღება.
BRDO არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას და ეფექტური რეგულაციების დაწესებას.
BRDO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ სომოხოვსკიმ განაცხადა, რომ მაინერები ცდილობენ თავიდან აიცილონ საჯაროობა კრიპტოვალუტის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო.
BRDO-ის ინფორმაციით, მაინინგი უკრაინაში მნიშვნელოვან რისკებს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 72% წარმოადგენს საზოგადოების ნაწილს, რომელიც ინტერნეტს აქტიურად იყენებს და, ამასთანავე, აქვს ინფორმაცია კრიპტოვალუტის შესახებ. გამოკითხული რესპონდენტების 13% კი, კრიპტოვალუტის მფლობელია.
გამოკითხული ადამიანების 41% აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის ლეგალურად აღიარებას მხარი უნდა დაუჭიროს, ხოლო რესპოდენტთა 19% ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა უკრაინაში საერთოდ აკრძალული უნდა იყოს.