ბიტკოინის კურსი გაიზარდა

0
1562

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაიზარდა. ორშაბათს, საღამოს კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 42,500 დოლარს ასცდა.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 48,000 დოლარის დონეს დაუბრუნდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 42,157 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 42,775 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 41,681 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 42,586
დოლარზე დაიხურა.

15 თებერვლის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 44,300 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 5.09%-ით მოიმატა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მატება კი მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 840 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი