უკრაინამ კრიპტოვალუტისთვის მარეგულირებელი სისტემა შექმნა

0
1173

უკრაინა იმედოვნებს, რომ ქვეყნის ახალი ციფრული ვალუტების მარეგულირებელი სისტემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კრიპტო ბირჟებს მოიზიდავს.

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟებს მარეგულირებელ სისტემას უქვემდებარებს.

კანონმდებლობა არსებულ სტანდარტებს ემყარება, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდებ ბრძოლის ფინანსური სამუშაო ჯგუფის მიერ არის შემუშავებული.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაევალება ზედამხედველობა განახორციელოს ციფრული ვალუტის რეგულირების განხორციელებასა და წარმართვაზე.

სამინისტროს წარმომადგენელმა, ანასტასია ბრატკომ განაცხადა, რომ კანონი კომპანიებს საშუალებას აძლევს, შექმნან ციფრული ვალუტების ბაზარი უკრაინაში, ხოლო ბანკებს აძლევს შესაძლებლობას კრიპტო კომპანიებისთვის ანგარიშები გახსნან.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანა მიიღებს დამატებით საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში, რომელსაც გადაიხდიან კრიპტო კომპანიები.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბორნიაკოვმა ხაზი გაუსვა კანონმდებლობაში შემავალ დებულებებს.

”ეს გახდება ძლიერი სტიმული უკრაინაში კრიპტოვალუტის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის. ბანკები გახსნიან ანგარიშებს და განახორციელებენ ოპერაციებს ახალი კლასის აქტივებთან. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება, ბიზნესი და სახელმწიფო ეკონომიკის ახალი სექტორის ლეგალიზებით ისარგებლებს”,- აღნიშნა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი