Gemini-მ უსაფრთხოების სისტემა გააუმჯობესა

0
1174

ძმები უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟამ, Gemini-მ უსაფრთხოების ახალი კვალიფიკაცია, SOC 1 ტიპის პირველი სერთიფიკატი მიიღო.

კომპანიის რისკის მართვის ხელმძღვანელმა, იუსუფ ჰუსეინმა განაცხადა, რომ Gemini გახდა მსოფლიოში პირველი ციფრული ვალუტის კრედიტორი და ბირჟა, რომელსაც მიენიჭა მომსახურების ორგანიზაციის კონტროლის SOC 1 ტიპის პირველი სერთიფიკატი.

SOC 1 საფეხურის ჩაბარება ნიშნავს, რომ ბირჟის ფინანსური ოპერაციები და მომხმარებელთა ანგარიშგების კონტროლი აკმაყოფილებს სერთიფიცირებულ საზოგადო ბუღალტერთა ინსტიტუტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

სერთიფიკატის მიღების შედეგად დადგინდა, რომ ციფრული ვალუტის ბირჟას შეუძლია შეამციროს შეცდომების ალბათობა და მონაცემების დაკარგვის რისკი.

შეგახსენებთ, რომ ქემერონ და ტეილორ უინკლევოსებმა კრიპტოვალუტის კურსის პროგნოზისას განაცხადეს, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.

“კრიპტოვალუტა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ადამიანთა შორის გარიგებებისათვის… მაგრამ როდესაც ერთი მექანიზმით შესაძლებელია მეორე მექანიზმზე სავაჭრო ოეპრაციების განხორციელება – ეს არის ეკონომიკური ღირებულება”,- აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ბიტკოინის ირგვლივ გამართული დისკუსიის დროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი