22 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
7612

კვირას, 22 აპრილს კრიპტო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდეცია შეინიშნებოდა. ბიტკოინი 9.000 დოლარისკენ მიიწევს. ეთერიუმის ღირებულება კი, 630 დოლარამდე მერყეობს.

ამჟამად, ბიტკოინი დაახლოებით, 8.977 დოლარის ნიშნულზეა. კრიპტოვალუტამ თითქმის, 24 საათის განმავლობაში 2%-ით მოიმატა.

CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 149 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტამ მოახერხა და 24 საათიში ფასის 5% მეტი ზრდა აჩვენა. ახლა ეთერიუმი 600 დოლარის ნიშნულს ასცდა, რაც კრიპტოვალუტის კურსისთვის უდავოდ პოზიტიური ნიშანია.

CoinMarketCap-ის მონაცემების პირველ ათეულში შემავალი ბიტკოინ Cash-ისა და IOTA-ს ფასების ზრდის ტენდენციაც შეიმჩნევა. პროცენტული თვალსაზრისით, მაჩვენებლებმა 9-დან 10% მოიმატა.

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ი დაახლოებით, 1.240 დოლარი ღირს, ხოლო IOTA-ს კურსი დაახლოებით, 2.08 დოლარია.

შეგახენებთ, რომ კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 400 მილიარდი დოლარის დონეს უახლოვდება. უფრო კონკრეტული, ზუსტი მონაცემი კი, 397 მილიარდი დოლარია.

საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია მარტის დასაწყისში არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი