ძმები უინკლევოსები: რეგულაცია და მომხმარებელთა თავისუფლება თანხვედრაში უნდა მოდიოდეს

0
1278

ძმები უინკლევოსების აზრით, კრიპტოვალუტის რეგულირება და მომხმარებელთა თავისუფლება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების თვალსაზრისით ცნობილია ტყუპების მოსაზრება. მარეგულირებლის წესების მიმართ ისინი პოზიტიურად არიან განწყობილნი.

რამდენიმე დღის წინ პიტერ მაკქორაქთან ინტერვიუს დროს ძმებმა განმარტეს, რომ კრიპტოვალუტების საყოველთაო მიღება გარკვეულწილად მარეგულირებელ სისტემასთან არის დაკავშირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ძმები ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით ყოველთვის პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევიან.

მათ განაცხადეს, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.

ქემერონ უინკლევოსის თქმით, კი ბიტკოინი თავისი შესაძლებლობებით ციფრულ ოქროზე გაცილებით მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

”იმის გამო, რომ ბიტკოინი არის ღია პროგრამული უზრუნველყოფა, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.

მე ხშირად ვლაპარაკობ ოქროზე, როგორც მიზნობრივი ბაზრის მთავარ საკითხზე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია … ეს არის ციფრული ოქრო, სიმართლის წყარო და ა.შ. … “,- აღნიშნა Winklevoss Capital-ისა და კრიპტოვალუტის ბირჟის, Gemini-ს თანადამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი