ტექსასის მაინინგის ცენტრებმა ქარიშხლის გამო შესაძლოა, მუშაობა შეაჩერონ

0
882

ტექსასის კრიპტო მაინინგი ცენტრები ოპერაციების 99%-ს ზამთრის ქარიშხლის მოახლოებისთანავე შეწყვეტს.

გავრცლეებული ინფორმაციით, ზამთრის ქარიშხალი „ლენდონი“, კვირის ბოლოს ტექსასს თავს დაატყდება, რის გამოც კრიპტო მაინინგის ცენტრები ენერგიის შეზღუდულ მოხმარებაზე გადადიან.

Riot Blockchain-ის კომუნიკაციების დირექტორმა, ტრისტინ პეიფერმა განაცხადა, რომ კომპანიის მონაცემთა ცენტრს, რომელიც როკდეილში მდებარეობს უკვე ჰქონდა გამოცდილება შეეზღუდა ენერგიის 99%.

გარდა ამისა, ბიტკოინის მაინინგ კომპანიებმა, რომლებიც ტექსასის Blockchain საბჭოში არიან დარეგისტრირებულნი, გუბერნატორ გრეგ ებოტს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც იტყობინებიან, რომ ოპერაციების დახურვას ან შემცირებას გეგმავენ. ეს უკანასკნელი კი ტექსასის ელექტრო საიმედოობის საბჭოს (ERCOT-ის) საჭიროებების შესაბამისად განხორციელდება.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით გარემოსა და კლიმატის ცვლილებებს, ისევე როგორც ამინდის ნებისმიერ სეზონურ ცლილებას. ასევე, ჩვენ ვიღებთ ზომებს ოპერაციების შესაჩერებლად, დატვირთვის შესამცირებლად და საჭიროების შემთხვევაში ERCOT-ის საჭიროებებზე საპასუხოდ დამატებითი სიმძლავრის შესაქმნელად,“- განაცხადა Blockchain საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, რიდ კლეიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქარიშხილის გამო მრავალი ტექსასელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი