მედია: Tezos-ის Blockchain-ი ინგლისურ საფეხბურთო კლუბთან თანამშრომლობას იწყებს

0
843

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბი, Manchester United F.C. სავარაუდოდ, ახალი სპონსორის შესახებ მალე განაცხადებს.

როგორც ცნობილია, თანამშრომლობა ინგლისურ კლუბსა და Proof-of-Stake Blockchain პლატფორმა Tezos-ს შორის შედგება.

გამოცემა The Athletic-მა ამის შესახებ პირველად დაწერა. სტატიის თანახმად, გარიგება 27 მილიონ დოლარს აღწევს. ეს უკანასკნელი კი Tezos-ს საშუალებას მისცემს, რომ კომპანიის ლოგო გუნდის სავარჯიშო ფორმაზე განათავსოს.

კლუბის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. როგორც ცნობილია, ისინი სასპონსორო რეკლამის გადაღებების დასრულებას ელოდებიან.

გამოცემის თანახმად, ეს პარტნიორობა ისეთ თანამშრომლობასაც მოიაზრებს, როგორიცაა ტექნოლოგიურ სივრცეებში, Metaverse-ისა ან სხვა Web3-ის პროექტებში, ჩართულობა.

შეგახსენებთ, რომ Tezos-მა გასულ წელს სპორტში მსხვილი ინვესტიცია განახორციელა. 2021 წლის მაისში RedBull racing-მა გამოაცხადა Tezos-ი, როგორც მისი ოფიციალური პარტნიორი. ასევე McLaren Racing-ის ჯგუფმა Tezos-ი თავიანთ ტექნიკურ პარტნიორად დაასახელა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი