ინდოეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი: ბიტკოინი, ეთერიუმი და NFT-ი ლეგალური გადახდის საშუალება არასდროს გახდება

0
849

“ბიტკოინი, ეთერიუმი და NFT-ი ინდოეთში ლეგალური გადახდის საშუალება არასდროს გახდება”,- აცხადებს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრი, ფინანსთა მდივანი, T. V. Somanathan-ი.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, T. V. Somanathan-ი კრიპტოვალუტების ლეგალური გადახდის საშუალებად აღიარებას არ ეთანხმება.

T. V. Somanathan-მა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ციფრული რუპია, რომელსაც მხარს ინდოეთის სარეზერვო ბანკი (RBI) უჭერს, მიიღება კანონიერ გადასახადად, მაგრამ ისეთ კრიპტოვალუტებს, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი არ აქვთ სამთავრობო ავტორიზაცია.

”RBI-ს მიერ გამოშვებული ციფრული რუპია იქნება კანონიერი გადახდის საშუალება. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კრიპტოვალუტა, მაგრამ მას არ ექნება მთავრობის მიერ ღირებულების ავტორიზაცია”,- განაცხადა T. V. Somanathan-მა.

მდივანმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ნირმალა სითჰარამანიმამ 2023 წელს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მან ასევე დასძინა, რომ ციფრულ ეკონომიკისათვის ეს შეიძლება დიდი სტიმული გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი