ტანზანიის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ განიხილავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვას, მაგრამ ის იქნება ეტაპობრივი, ფრთხილი და რისკზე დაფუძნებული მიდგომა რამდენიმე გამოწვევის იდენტიფიცირების შემდეგ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მის განხორციელებაზე.
ტანზანიის ბანკის საჯარო შეტყობინების თანახმად, მას შემდეგ რაც 2021 წელს ქვეყანაში CBDC-ის შესაძლო გავრცელების შესახებ განაცხადეს, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანამ ჩამოაყალიბა მულტიდისციპლინარული ტექნიკური გუნდი CBDC-ების რისკებისა და სარგებლობის შესასწავლად.
ბანკმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა გუნდმა მას შემდეგ უამრავი კვლევა ჩაატარა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებასა და მართვის მეთოდებზე. მათ განაცხადეს, რომ ქვეყნის CBDC-ი უნდა იყოს ტოკენზე ან კერძო ანგარიშებზე დაფუძნებული.
„ამ ეტაპზე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა იმყოფება CBDC-ის მიღების სხვადასხვა ეტაპზე. 88 ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა, 20-მა მათგანმა კონცეფციის მტკიცებულება შეიმუშავა, 13 ქვეყანაში პილოტი ჩაუშვეს უკვე და 3 ქვეყანა უკვე ოფიციალურად იყენებს მას.“ – აცხადებენ ბანკში.
ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ სულ მცირე ოთხმა ქვეყანამ, დანიამ, იაპონიამ, ეკვადორმა და ფინეთმა, საჯაროდ გააუქმა CBDC-ის მიღების გეგმები, ხოლო კიდევ ექვსი ჩამოშორდა ციფრულ ვალუტას განხორციელების ფაზაში სტრუქტურული და ტექნოლოგიური გამოწვევების გამო.