Celsius-ის საქმეს დამოუკიდებელი ექსპერტი გამოიძიებს

0
848

ფედერალურმა მოსამართლემ, რომელიც კრიპტოკომპანია Celsius-ის გაკოტრების საქმეს ზედამხედველობს ნება დართო აღმასრულებელ ორგანოს დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევაზე, რომელიც კომპანიის ბიზნესწარმოების ასპექტებს დამოიკიდებლად გამოიძიებს.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის შეერთებული შტატების გაკოტრების სასამართლოს მიერ გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კერძო ექსპერტი Celsius-ის ციფრულ ვალუტებს შეისწავლის, ასევე გადასახადების გადახდის პროცედურებს და მისი მაინინგ ბიზნესის ამჟამინდელ სტატუსს. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც კომპანია მას სრულ გამჭვირვალობას შესთავაზებს.

ექსპერტი ასევე შეისწავლის, თუ რატომ მოხდა ცვლილება ანგარიშის შეთავაზებაში აპრილში, რის შედეგადაც ზოგიერთი მომხმარებელი გადავიდა Earn-ის პროგრამიდან სხვა სერვისებზე.

აშშ-ის რწმუნებული ადრე მიუთითებდა ამ ანგარიშების გარშემო გამჭვირვალობის ნაკლებობაზე, კლიენტებმა არ იცოდნენ, თუ ვინ რა ანგარიშს ფლობდა და რატომ.

ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმის გათვალისწინებით, რომ Celsius-მა სასამართლოს თავისი ზოგიერთი ანგარიშის დაბრუნება სთხოვა, რათა კლიენტების გარკვეული ოდენობის ურუნველყოფა მოახდინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი