ტაილანდში 16 ივლისიდან ICO-ს რეგულაცია ძალაში შედის

0
2180

ტაილანდი 16 ივლისს პირველად მონეტარულ შეთავაზებას (ICO-ს) რეგულაციას დაუწესებს, რამაც ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვა უნდა გამოიწვიოს.

ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისიამ საბოლოოდ დაასრულა იმ დეტალებზე მუშაობა, რომელიც ICO-ს შემდგომ განვითარებას ეხება.

ახალი რეგულაცია ორდონიან შემოწმების პროცედურას ითვალისწინებს. პირველ რიგში ეს უკავშირედება “ICO პორტალებს”, რომელიც განმცხადებლების შერჩევაზეა პასუხისმგებელი.

“ICO- ს პორტალის დამტკიცების შემდეგ, ფასიანი ქაღალდების კომისია განხილვის პროცესს დაიწყებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ, შემუშავებილი სისტემა არის კონსულტაციისა და მუშაობის პროცესის შედეგი, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მარტის თვეში გამოცხადდა და მაისში სამეფო ბრძანებულებით ოფიციალურად დამტკიცდა ICO-ს რეგულაციის საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ ტაილანდი მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ICO-ს სრულად რეგულირებულ სტრუქტურას შექმნის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი