Huobi ავსტრალიაში კრიპტოსავაჭრო პლატფორმის შექმნას უზრუნველყოფს

0
1573

ჩინურმა კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi-მ დაადასტურა ვაჭრობის ახალი პალტფორმის ავსტრალიაში გახსნა.

Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, Huobi არის რიგით მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო ბირჟა, რომლის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა 713 მილიონი დოლარია.

Huobi-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ავტრალიაში საქმიანობის დაწყება ეტაპობრივად მოხდებოდა. ავსტრალიაში პირველი სავაჭრო დღე კი, ხუთშაბათს დილის 10 საათზე დაიწყება.

მომხმარებელს ბირჟა თავდაპირველად შესთავაზებს ათ კრიპტოვალუტას, მათ შორის არის ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი. ვაჭრობა ავსტრალიური დოლარით იქნება შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ტრადიციული ვალუტის დამატებაც.

აღსანიშნავია, რომ Huobi ასევე გეგმავს ადგილობრივ ეკონომიკაში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას. ამისთვის ბირჟა 200 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოჰყოფს.

“ავსტრალიაში კრიპტოტრეიდერები უფრო ინფორმირებულნი და დახვეწილი არიან. ეს კი შეესაბამისობაში მოდის მარეგულირებლის მიერ ბაზრის განვითარებისა და უსაფრთხოების კონტროლთან”,- განაცხადა Huobi-ს ავსტრალიის ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიან ჰარისონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი