ტაილანდის მთავარი ფინანსური მარეგულირებელი ცდილობს განსაზღვროს კრიპტოვალუტის მოვაჭრეების კვალიფიკაცია, ინვესტორების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ამ თვეში ტაილანდის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის მიერ დაგეგმილია საჯარო მოსმენა. მოსმენა სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზებს შეეხება. საჯარო განხილვა ძირითადად ინვესტორებისთვის იქნება გაკუთვნილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Bangkok Post-ი ავრცელებს.
ახალი საკვალიფიკაციო სისტემის ინიცირებით, ტაილანდის მარეგულირებელი აპირებს უზრუნველყოს ინვესტორების დაცვა, რომელიც გამოიხატება მათი ცნობიერების ამაღლებასა და სწორი ინფორმაციის მიწოდებაში.
ტაილანდის მარეგულირებელი ორგანოს გენერალურმა მდივანმა, რუენვადე სუვანმონგკოლმა აღნიშნა, რომ ტაილანდის მომავალი კრიპტო ინვესტორების კვალიფიკაცია შეიძლება შეიცავდეს მოთხოვნებს, როგორიცაა ასაკი, სავაჭრო გამოცდილება და ფინანსური ცოდნა, ასევე ფინანსების შესახებ ინფორმაცია.
”კრიპტოვალუტებს ინვესტორებისთვის დიდი რისკები მოაქვთ. ჩვენ უნდა დავადგინოთ რამდენიმე კრიტერიუმი, როგორიცაა ასაკი, სავაჭრო გამოცდილება და შემოსავლის დონე რისკების შესამცირებლად. ეს ლიმიტები უკვე არსებობს მაღალპროდუქტიული ობლიგაციებისათვის, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთი ტიპის ინვესტორებისთვისაა ხელმისაწვდომი”,- აღნიშნა ტაილანდის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელმა.