ტაილანდის მთავრობა კრიპტო საგადასახადო კანონმდებლობის მისაღებად ემზადება

0
972

ტაილანდი სწრაფად პროგრესირებს კრიპტო საგადასახადო კანონმდებლობის სიცხადის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მთავრობა, კრიპტო მოვაჭრეებისათვის ამ თვეში ახალი რეგულციების შემოღებას გეგმავს.

ტაილანდის შემოსავლების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები კრიპტო ვაჭრობის მოგების გადასახადს შეეხება.

აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 15%-იანი მოგების გადასახადის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, ეს კანონი მაინერებზეც გავრცელდება.

ტაილანდის პრემიერ მინისტრმა, პრაიუტ ჩან-ო-ჩამ შემოსავლების დეპარტამენტს დაავალა ადგილობრივი პრესის საშუალებით ინვესტორებისა და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია.

ტაილანდური ციფრული ვალუტების ასოციაციის პრეზიდენტი, სუპატრიკ ბუნსატი შემოსავლების განყოფილებას დაუკავშირდა, რათა გაერკვია ახალ კანონთან დაკავშირებული საკითხები.

„კრიპტოვალუტის ინვესტორების უმეტესობა მზად არის გადაიხადოს გადასახადი, მაგრამ შეშფოთებულები არიან, დაარღვევენ თუ არა მათი ქმედებებით საშემოსავსლო კოდექსს”,- განაცხადა ციფრული ვალუტების ასოციაციის პრეზიდენტმა.

მთავრობის სპიკერის განცხადებით, მათი მიზანი არ არის რომელიმე სფეროში ინოვაციისა და განვითარების შეფერხება, მაგრამ დაამატა, რომ საჭიროა საკითხის შესწავლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი