ტაივანის ცენტრალური ბანკი მომავალს Blockchain-სა და კრიპტოვალუტაში ხედავს

0
2119

ტაივანის ცენტრალური ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა, იანგ ჩინმა 26 თებერვლის გამოსვლისას განაცხადა, რომ ბანკი Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის.

იანვრის ბოლოს დაანონსდა, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიბეის “ჭკვიან ქალაქად” გადაქცევა იგეგმებოდა. “ჭკვიანი ქალაქის” კონცეფცია Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა მიზნისათვის აქტიურად გამოყენებას გულისხმობდა.

საპრეზიდენტო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას იანგ ჩინმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და დიდი “დატა ანალიზის” ცენტრების მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, რათა ამან ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის უკეთესად გაანალიზებას.

“გარდა ამისა, ბანკი ასევე შეეცდება შეისწავლოს თუ როგორ არის შესაძლებელი გადახდის სისტემების უსაფრთხოების და ეფექტურობის გააქტიურება დეცენტრალიზებული, Blokchain ტექნოლოგიით”,- განაცხადა იანგ ჩინმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ოქტომბერში, ტაივანის ფინანსური ზედამხედველობის კომისიამ საჯაროდ განაცხადა, რომ თავდაპირველ მონეტარულ შეთავაზებას, კრიპტოვალუტასა და Blockchain-ს მხარს უჭერდა. განსხვავებით ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მკაცრი პოლიტიკისა, რომელიც კრიპტოვალუტის რეგულაციას უკავშირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი