ბერმუდის მთავრობა Blockchain-ის განვითარებისთვის ცვლილებებს საბანკო სექტორში შეიტანს

0
2019

ბერმუდის მთავრობამ განაცხადა, რომ ბანკების შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი საბანკო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელიც ადგილობრივ fintech-ისა და Blockchain ორგანიზაციებისთვის მომსახურების გაწევას შესძლებს.

იმის გამო, რომ ადგილობრივმა ბანკებმა უარი განაცხადეს ახალი ტიპის კომპანიებისთვის საბანკო მომსახურეობაზე, მარეგულირებელი საკითხებისა და პოტენციური რისკების გამო, კუნძულის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საბანკო სექტორთან კონსულტაციები გაემართა.

პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას ბერმუდის პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დევიდ ბარტმა განაცხადა, რომ ბანკების პოზიციის მიუხედავად, ქვეყანა ეკონომიკურ ზრდას აუცილებლად განაგრძობს.

“fintech ინდუსტრიის წარმატება გლობალურად დამოკიდებულია იმაზე, რომ ამ სივრცეში მოქმედი ბიზნესები სარგებლობენ აუცილებელი საბანკო მომსახურებით. სხვა ქვეყნის იურისდიქციებში, საბანკო საქმე უდიდესი გამოწვევაა და ჩვენთვის ბერმუდისთვისაც ამ შემთხვევაში ასეა და ეს უნდა გადაწყდეს”,-აღნიშნა დევიდ ბარტმა.

შეგახსენებთ, რომ ბერმუდის კუნძულები კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიისთვის მეგობრულ ზონად არის მიჩნეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი