სტივ ვოზნიაკი: ჩემი მიზანი იყო, რომ მოგზაურობის დროს სასტუმროსა და რესტორანში ბიტკოინით გადამეხადა

0
2096

სტივ ვოზნიაკმა, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია კომპანია Apple-ის თანადამფუძნებლის სტატუსით, ყველა კუთვნილი ბიტკოინი გაყიდა. გაყიდვის მიზეზად ბიტკოინის ფასის ცვლილება დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი აქვეყნებს.

სტივ ვოზნიაკი ბიტკოინით გასულ ზაფხულს დაინტერესდა, როცა 1 ბიტკოინის ღირებულება 700 დოლარს შეადგენდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კურსმა აიწია და 20 000 დოლარს მიაღწია, ვოზნიაკმა გადაწყვიტა ბიტკოინების გაყიდვა. “როდესაც კურსი (ბიტკოინის) მაღალი იყო, მე ვთქვი, რომ არ მინდა ვიყო ისეთი ადამიანი, ვინც განუწყვეტლივ უყურებს და ღელავს ციფრებზე”.

სტივ ვოზნიაკი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც გამოჩენისთანავე კრიპტოვალუტა პოზიტიურ მოვლენად აღიქვა.

მან 20/20 Money-ის ღონისძიებაზე ლას-ვეგასში განაცხადა, რომ ბიტკოინი უფრო დიდი ღირებულებას წარმოადგენდა ვიდრე, ოქრო და დოლარი. როგორც ვოზნიაკი აღნიშნავს, მას არასოდეს უვაჭრია აქციებით, მათ შორის არც Apple-ის. ვოზნიაკის აღფრთოვანება კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის მიმართ უკავშირდება ბიტკოინის, როგორც გადახდის საშუალებად გამოყენებას.

“ჩემი მიზანი იყო, რომ მემოგზაურა ისეთ ქალაქში, მაგალითად, როგორიც არის სტოკჰოლმი, წავსულიყავი რომელიმე სასტუმროსა და რესტორანში, სადაც მხოლოდ ბიტკოინებს მიიღებდნენ”.- აღნიშნა ვოზნიაკმა.

შეგახსენებთ, რომ სტივ ვოზნიაკმა განცხადება ბიტკოინების გაყიდვის შესახებ Nordic Business Forum-ზე დღეს გააკეთა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი