მკაცრი ტაილანდური რეგულაციის გამო SCB-ს მიერ Bitkub-ის შეძენა ვერ ხერხდება

0
870

ტაილანდის უძველეს ბანკს არ შეუძლია შეიძინოს ქვეყნის უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა მკაცრი კრიპტო რეგულაციების გამო.

როგორც მედია იტყობინებოდა, 2021 წლის ნოემბერში, SCB X Group-ს, Siam Commercial Bank-ის (SCB) შვილობილ კომპანიას, 2022 წლის მეორე კვარტალში Bitkub-ის 51%-იანი წილი უნდა შეეძინა.

ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა, რადგან ბანკმა განუსაზღვრელი ვადით გადადო თავისი გეგმები პოპულარული ბირჟის შეძენასთან დაკავშირებით.

ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტით ვაჭრობის საკნონმდებლო სისტემისა და სხვა სამთავრობო რეგულაციების დაუზუსტებლობაა. ბანკი არ აპირებს ამ მარეგულირებელ გაურკვევლობაში 487 მილიონი შეთავაზება ღიად დატოვოს კრიპტოვალუტის ბირჟის მთავარი რეგიონალური პლატფორმის შესაძენად.

Nikkei Asia-ის მოხსენების თანახმად, SCB-ის მშობელმა კომპანიამ, SCB X-მა აცნობა ტაილანდის საფონდო ბირჟას (SET), რომ შესყიდვა ჯერ კიდევ გადის სათანადო ექსპერტიზას. SCB X-ის მაღალჩინოსანმა კი ადგილობრივ და მსოფლიო გამოცემებს განუცხადა, რომ მისმა გუნდმა არ იცის, როდის დაიდება გარიგება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი